საგარანტიო პირობები
შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს.
შპს „გეოინსტრუმენტი” მადლობას გიხდით, რომ არჩევანი შეაჩერეთ ჩვენს ვებ გვერდზე და მოხარული ვიქნებით შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ნებისმიერ ნივთს გააჩნია სხვადასხავა საგარანტიო პირობები და ვადები, ნივთის შეძენამდე პოტენციური მყიდველი ვალდებულია მოითხოვოს საგარანტიო პირობებისა და ვადების გაცნობა, ხოლო გამყიდველი უფლებამოსილია გააცნოს კონკრეტული პროდუქტის შესაბამისი საგარანტიო პირობები და ვადები.
საგარანტიო მომსახურება:
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ დაზიანებული მოწყობილობის უფასო შეკეთებას ან შეცვლას სრული გარანტიის პერიოდში.
- შეკეთების ან შეცვლის ვადა განისაზღვრება, გამყიდველის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ნივთის ყიდვის შემდგომ გაცემულ საგარანტიო ტალონში დაფიქსირებული ვადებისა და პირობების მიხედვით.
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა სერვისში უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი, შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება გამყიდველის საგარანტიო პირობებს.
- მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მომხმარებლის ნივთში არსებული ინფორმაციის შენახვაზე.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი (დაკარგულია);
- არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი (არსებობის შემთხვევაში);
- საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
- საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, იმეი კოდი;
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური და მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
- დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
- დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით, ტექნიკაზე, რომელზეც აღინიშნება: ფიზიკური დაზიანება, ძაბვის, სიხშირის ან თერმორეჟიმის დარღვევა. დაზიანებულ COM, PS/2, USB და UTP პორტებზე.
- ასევე გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, გადამყვანზე, სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.
ნივთის შეცვლისთვის აუცილებელია ყუთის და აქსესუარების შენახვა.
ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე გამყიდველი უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში.
წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან.